"გადმოვარდნა უნდაო სახურავიდან" [video]

2022-11-16 00:13:28

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე 18 წლის გოგომ სუიციდი სცადა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ახალგაზრდა გოგო ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე აიპარა, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც გადმოხტომას აპირებდა.

"გადმოვარდნა უნდაო სახურავიდანო. ეს გავიგე მე. გავიგეთ, რომ გოგო იყო. ჩვენი ბინის მაცხოვრებელი არაა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა.

ახალგაზრდა კორპუსის სახურავიდან, პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, 18 წლის გოგოს შესაბამისი დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები