რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს სამი ტრაილერი შეეჯახა [video]

2022-11-15 17:38:14

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ტრაილერი შეეჯახა.

შემთხვევის დროს 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

ავარიის გამო რუსთავი-ლილოს გზაზე ერთ საათზე მეტხანს საავტომობილო საცობი იყო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები