რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე

2022-11-15 15:41:17

"რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება აღარ აქვს, იკავებდეს ამ თანამდებობას", - ამის რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შატაკიშვილი სხდომაზე რუსთავში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი აქტიური ქმედება, რაც ნოდარ შეროზიამ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიან პერიოდში განახორციელა, შრომის ინსპექციამ თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დიკრიმინაციას დააკვალიფიცირა.

"მინდა გამოვეხმაურო რუსთავში მიმდინარე მოვლენებს. როგორც იცით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არის პარტიის საქართველოსთვის წევრი, დაუდასტურდა საკრებულოს აპარატის თანამშრომლების შევიწროების და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტი. დასკვნა დაწერა შრომის ინსპექციის სამსახურმა და საკრებულოს თავმჯდომარის ამ ქმედების გამო, საკრებულო დააჯარიმა.

ნაიცონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი, გახარიას პარტიის წევრის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მაგალითმა, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლებს ავიწროებდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ადამიანების პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა არის დაუშვებელი. საკრებულოს თავმჯდომარე ამ პოზიციაზე თითქმის უკვე 1 წელია მუშაობს და მას დღემდე აქვს ნული ინიციატივა. ერთადერთი აქტიური ქმედება, რაც განახორციელა, შრომის ინსექციის მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტად.

ეს არის უმძიმესი და სკანდალური ფაქტი, რომლის შემდეგაც, მას არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება აღარ აქვს, იკავებდეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას. რა თქმა უნდა, ვერც ის იქნება გამართლება, რომ როგორც თავად ამბობს, თანამშრომელთა შევიწროვებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიუთითებდნენ", - განაცხადა შატაკიშვილმა.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექციის დასკვნის მიხედვით, ნოდარ შროზია საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებდა.

შრომის ინსპექციის დასკვნას "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს თავად შეროზია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები