ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

2022-11-14 11:44:55

ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო საააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები