ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება სკოლებში გათბობის ჩართვის საკითხი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მშობლები დაუკავშირდნენ, რომლებმაც გვთხოვეს, გაგვერკვია, როდის ჩაირთვება რუსთავის სკოლებში გათბობა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, სკოლების დიდ ნაწილში გათბობა უკვე ჩართულია.
მისი თქმით, გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სკოლა ინდივიდუალურად იღებს.
"რუსთავის ზოგიერთ სკოლაში უკვე ჩართულია გათბობა. გამომდინარე იქიდან, რომელ სკოლას როგორ ესაჭიროება, თვითონ სკოლა გადაწყვეტს, როცა აცივდება და ჩათვლის, რომ უნდა ჩართოს გათბობა, ჩაირთვება.
უმეტესად სკოლებში გათბობა ჩართულია, ახლა მზიანი ამინდებია და შესაძლოა ზოგიერთს არ აქვს ჩართული. ასევე გამომდინარეობს იქიდანაც, სკოლას რა მდებარეობა აქვს, შესაძლოა, რომელიმე უფრო მზიან ადგილზეა და უფრო ცხელა ოთახებში.
სკოლა თავად წყვეტს, როდის ჩართოს გათბობა",- განაცხადა ხეჩიკაშვილმა.