თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მაშველებმა უკვე ამოასვენეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.