თბილისში, მუხიანში მშენებლობაზე მუშა მიწაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მუშებს წყლის მილები გაჰყავდათ, რა დროსაც მიწის მასა ჩამოიშალა და 25 წლამდე კაცი მოიყოლა.
ახალგაზრდა სამაშველო სამსახურის დახმარებით მიწიდან ამოიყვანეს და ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობის გაგრძელების მიზნით სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.