კოსტავას გამზირის ნაწილი გადაკეტილია

2022-11-10 11:12:57

რუსთავში, კოსტავას გამზირის ნაწილი გადაკეტილია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საავტომობილო შეზღუდვის მიზეზი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საახალწლო განათებების მონტაჟი გახდა.

აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება შეზღუდვა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები