რუსთავის მერი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

2022-11-08 21:46:46

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ლაცაბიძემ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ წლის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ქალაქის მერისთვის მათთვის სასურველ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები