რუსთავში ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია [photo]

2022-11-07 15:03:39

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები