ოქტომბრის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 240 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, პაციენტთა შორის 82 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევათა უმრავლესობა, 215, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა.
ჯანგულაშვილის ცნობით, 162 შემთხვევაში საქმე გვაქვს ძაღის, 64-ში კატის, ერთი მგლის, დანარჩენში კი მღრღნელების ნაკბენებთან.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.