თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პირი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ გამოიწვა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.