ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2022-11-02 18:49:24

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს ელექტრო სკუტერი და "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მცირედ დაშავდა სკუტერის მფლობელი, მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები