რუსთავში ერთმანეთს "გლოვოს" კურიერის მოპედი და ავტომობილი შეეჯახა [video]

2022-11-03 00:04:45

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "გლოვოს" კურიერის მოპედი და "მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა გლოვოს კურიერი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები