რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი უკვე მეორედ კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის თეატრს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 15-მდე დასი ეწვევა.
ფესტივალის პირველი დღე მარჯანიშვილის თეატრის დასმა სპექტაკლით "ფიგაროს ქორწინება" გახსნეს, რომელიც ლევან წულაძისა და თემო კუპრავას მიერაა დადგმული.
12 დღის განმავლობაში რუსთავის თეატრი უმასპინძლებს:
2 ნოემბერს - ქუთაისის თეატრის სპექტაკლს "ქარი ქრის ვერხვებში"
3 ნოემბერს - თავისუფალი თეატრის სპექტაკლს "სამი ჰალსტუხიანი ანგელოზი"
4 ნოემბერს - თელავის თეატრის სპექტაკლს "გაჭედილები"
5 ნოემბერს - რუსთავის თეატრის სპექტაკლს "მზის დაბნელება საქართველოში"
ასევე 5 ნოემბერს ნოემბერს - ილიაუნის თეატრი "ძალად ექიმის" პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს
6 ნოემბერს - მცხეთის თეატრის სპექტაკლს "თაღლითობა და სიყვარული"
7 ნოემბერს - ერისთავის თეატრის სპექტაკლს "უჩინმაჩინის ქუდი"
8 ნოემბერს - მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს "ჭორიკანა ქალები"
9 ნოემბერს - ოზურგეთის თეატრის სპექტაკლს "გურიის დედოფალი"
10 ნოემბერს - ახალი თეატრის სპექტაკლს "შეყრა"
11 ნოემბერს - "ხვლიკისა" და ათონელის თეატრის სპექტაკლს "ღმერთები"
ასევე 11 ნოემბერს - ქალაქის თეატრის სპექტაკლს "მარკეტი"
12 ნოემბერს - თბილისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს "ჟირაფი ჟოზე"
ასევე 12 ნოემბერს - რუსთავის თეატრის სპექტაკლს "კუკარაჩა"