რუსთავის ვაჟა-ფშაველას სახელობის 23-ე საჯარო სკოლაში, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი გაიხსნა.
"სწავლა ციხეა მაგარი, ნაგები მტრისა შიშადა" - 7 მეტრიან კედელს ვაჟას აფორიზმები, კლასიკოსის ნაწარმოებების გმირები და თავად ფშაველას პორტრეტი ამშვენებს.
ბარელიეფის გახსნას, წინ ღია გაკვეთილი უძღვოდა, თემით - "მშვიდობა", რომელსაც ლაიტმოტივად, ვაჟას, როგორც მსოფლიო მშვიდობის მომხრეს, ბიოგრაფია გასდევდა.
გახსნის ცერემონიას გენიოსი ქართველის შვილიშვილი, ლელა რაზიკაშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, სხვადასხვა სკოლის დირექტორი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ბარელიეფი 23-ე საჯარო სკოლაში, პედაგოგ ნანა გოგიტაურის ორგანიზებით გაიხსნა.
იდეისთვისა და გაწეული შრომისთვის, ქალაქის მერისგან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებისგან, ნანა გოგიტაურს სიგელები გადაეცა.