2022-11-01 14:52:51
    
		
		
			საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან თურქეთიდან შესული ნავი, რომლითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, ჩაიძირა.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ცნობილია, რომ ნავზე დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა.
სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი და ორი ნავია ჩართული.