რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2022-10-31 12:52:08

რუსთაველმა სპორტსმენმა ოზჯან ფაშაევმა ტაეკვონდოს G2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რუსთაველმა ტაეკვონდოისტმა ტურნირში, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა, 78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ფაშაევი ფინალურ შეხვედრამდე მივიდა, თუმცა სერბ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები