ავტობუსის მძღოლი, რომელიც ბავშვს შეეჯახა, დააკავეს

2022-10-28 11:48:17

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს შეეჯახა, დაკავებულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში ჯერ-ჯერობით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები