"მიმდინარეობს პროცესები"

2022-11-05 00:00:01

"კომპანია ფიქრობს და განიხილავს იმ საკითხს, რომ შესაძლოა, სავაჭრო ცენტრში კინოთეატრი გაიხსნას, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კიდევ მიმდინარეობს პროცესები", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "რუსთავი მოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო კომპანიას დაუკავშირდა კითხვით, იგეგმება თუ არა სავაჭრო ცენტრში კინოთეატრის გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, ბუნებრივია, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.

აღსანშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქში სავაჭრო ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება, ამ სივრცის ირგვლივ რუსთაველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კინოთეტრის გახსნაა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები