თბილისში, საბურთალოზე საცხოვრებელ სახლში შეჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უწყებაში განუცხადეს.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა გამოძიება დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს",- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელ ფეისბუქში მომხმარებელმა ქრისტი ქორიძემ დაწერა, რომ თბილისში უცნობმა მამაკაცმა მათ სახლში მცირეწლოვანი ძმის შეშინებით შეღწევა სცადა.