რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის 2 დღიანი ფესტივალი დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში, მეორე დღეს პარკში არსებული ტბა სამოყვარულო თევზჭერას დაეთმო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო როგორც სპორტული წესებით, ასევე თავისუფლად ეთევზავა.
დღის ბოლოს კი გამოავლინეს და დააჯილდოეს გამარჯვებული მეთევზეები:
3 ადგილი - ოლეგ გაბრიაძე (2900 გრამი);
2 ადგილი - ოთარ ფარულავა (4000 გრამი);
1 ადგილი - ზურაბ არსოშვილი (4260 გრამი).
მათ სიმბოლურად პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
რაც შეეხება პირველ დღეს, ღონისძიება სპორტული თევზჭერით გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც, სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრნენ. ჯამში, საკუთარი ძალები 50 - მდე სპორტსმენმა მოსინჯა. დღის მიწურულს კი, ასევე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
თევზჭერის ფესტივალს რუსთავში საფესტივალო სივრცე "ოქსიგენმა" უმასპინძლა.