თევზჭერის ფესტივალი რუსთავის ცენტრაკურ პარკში. ფესტივალი ტბაზე 2 დღის განმავლობაში გაიმართება.
დღეს რუსთავის პარკი, მხოლოდ სპორტულ თევზჭერას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრნენ. ფესტივალის პირველ დღეს საკუთარი ძალები 50 - მდე სპორტსმენმა მოსინჯა. დღის მიწურულს კი გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. ტურნირის შემდეგ დაჭერილი თევზი, უვნებლად წყალსაცავს დაუბრუნდა.
რაც შეეხება ფესტივალის მეორე დღეს, 23 ოქტომბერს, თევზაობა ყველა მსურველს შეეძლება. თავისუფალი ტურნირი 8 საათზე დაიწყება და 3 საათამდე გაგრძლდება, 3 საათზე კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.
ტურნირი თევზჭერაში, Oxygen Fest - ის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.