თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც სამი პირი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინოფ რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ფოტო: მთავარი არხი