რუსთავში გადაჭარბებული ხმაურისთვის რესტორანი დააჯარიმეს.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, კვების ობიექტებში 23:00 საათის შემდეგ, მუსიკა მაღალ ხმაზე იყო ჩართული, რის გამოც მეზობლად მცხოვრებმა მოქალაქეებმა იჩივლეს და დახმარების თხოვნით მერიის სამსახურს მიმართეს.
კვების ობიექტი კანონდარღვევისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებისგან ეს გადაჭარბებული ხმაურის მეორე შემთხვევა იყო.
ცნობისთვის, კანონმდებლობა ხმაურისთვის პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.