ძლიერი აფეთქების ხმა რუსთავში

2022-10-20 12:15:06

რუსთავში, დაახლოებით, 11:53  საათისთვის მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მცირე ბიძგებიც მოჰყვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.

მათი თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა.

როგორც "ინფო რუსთავს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აფეთქების ხმა ამჯერადაც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიგონზე სწავლებები მიმდინარეობს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები