მაისის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 245 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, პაციენტთა შორის 115 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 42 შემთხვევა მიუსაფარი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა.
ჯანგულაშვილის ცნობით, 158 შემთხვევაში საქმე გვაქვს ძაღის, 84-ში კატის, დანარჩენში კი მღრღნელების ნაკბენებთან.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.