ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
42 წლის კაცი ბენზოხერხით ხეს სოფლის ტერიტორიაზე ჭრიდა, რა დროსაც ზედ დაეცა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.