უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2022-10-18 14:56:56

უბედურ შემთხვევას 40 წლამდე კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილის დანადგრამა ჩაითრია და მასში ჩავარდა.

კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძოება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.