"16 წლამ­დე ბავ­შვს არ უნდა მი­ვან­დოთ ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა"

2022-10-18 13:26:40

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი იუ­რის­ტის, კა­ხა­ბერ იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აიკ­რძა­ლოს, ამას­თან, აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დოს 16 წლამ­დე ასა­კის პირს. მისი განცხადებით, შე­იქ­მნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხაც, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს კა­ნონპ­რო­ექტს, ქვე­ყა­ნა­ში აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა აიკ­რძა­ლე­ბა.

"ჩვენ და სხვა­დას­ხვა უწყე­ბა, მათ შო­რის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­სია ჩარ­თუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რაც სა­ჭი­როა, რომ ამ სფე­რო­ში და­რე­გუ­ლირ­დეს, მათ შო­რის ცხო­ვე­ლე­ბის უკონ­ტრო­ლო მომ­რავ­ლე­ბა, ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს მოჰ­ყვე­ბა. მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია, რო­გორც არის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა სა­ერ­თოდ აიკ­რძა­ლოს თუ არა. მა­გა­ლი­თად, პიდ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლი. თუ შევა ეს შე­ზღუდ­ვა ძა­ლა­ში, მას არ ექ­ნე­ბა უკუ­ძა­ლა. ცხო­ვე­ლის პატ­რონს, რო­მელ­საც მსგავ­სი ჯი­შის ძაღ­ლი ჰყავს, არ მო­უ­წევს, რომ ცხო­ვე­ლი გა­აქ­როს, ან და­ა­ძი­ნოს. კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან შემ­დგომ პე­რი­ოდ­ზე გავ­რცელ­დე­ბა ეს შე­ზღუდ­ვა. თუ აიკ­რძა­ლე­ბა პიდ­ბუ­ლის ჯი­შის ან სხვა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის გამ­რავ­ლე­ბა , მა­შინ ვერ მო­ხერ­ხდე­ბა ასე­თი ჯი­შის ძაღ­ლის შე­მოყ­ვა­ნა.

ამას­თან, სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი დე­ბუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბა 16 წლამ­დე ასა­კის პირს. ვფიქ­რობთ, რომ აქ ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა შე­მო­ვი­ღოთ.

აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხას რაც შე­ე­ხე­ბა, ჯი­შე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. თუ 16 წლამ­დე ბავ­შვს არ უნდა მი­ვან­დოთ ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა, ხომ არ უნდა იყოს შე­მო­ღე­ბუ­ლი ძაღ­ლის სი­დი­დე, ზომა. შე­იძ­ლე­ბა არ იყოს აგ­რე­სი­უ­ლი, მაგ­რამ დიდი ზო­მის ძაღ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­იქ­ცეს და თა­ვად ძაღ­ლი გახ­დეს სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი. მცი­რე­წლო­ვა­ნი რო­დე­საც ასე­ირ­ნებს, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ უნა­რე­ბის მქო­ნე პატ­რონს ჰყავ­დეს გა­მოყ­ვა­ნი­ლი“, რა თქმა უნდა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იმოქ­მე­დებს, რომ ალი­კა­პით მოხ­დეს გარ­კვე­ულ სა­ა­თებ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა და საბ­მე­ლით, მათ შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა კონ­ტე­ი­ნე­რით", - აღ­ნიშ­ნავს კა­ხა­ბერ იო­სე­ლი­ა­ნი.