დაიწყო თუ არა რუსთავში ძაღლის მიერ 4 ადამიანის დაკბენაზე გამოძიება

2022-10-18 11:43:49

რუსთავში პიტბულის მიერ 4 ადამიანის დაკბენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო.

გარდა ამისა, ძაღლი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მასზე დაკვირვება ხდება.

შეგახსენებთ, რომ შარტავას გამზირზე მოხდა პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა, დაშავებულები კი სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები