რუსთავში ერთ-ერთ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რომელ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აპირებს მუნიციპალიტეტი სამუშაოების ჩატარებას
რუსთავში მე-20 ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: "დემონტირებულ იქნეს ტიხრები, იატაკი და ქვიშაცემენტის მოჭიმვა. ოთახებში ჭერზე მოეწყოს თაბაშირმუყაოს ფილა ლითონის პროფილებზე. Mმოეწყოს კარნიზები ოთახის პერიმეტრზე. ჭერი დაიფითხოს და შეიღებოს წყალემულსიის საღებავით. დემონტირებულ იქნეს კარფანჯრები და მოეწყოს თეთრი მეტალპლასტმასის ფანჯრები და მეტალპლასტმასის კარები სველ წერტილებში. ოთახებში მოეწყოს მდფ-ის კარები. II სართულის საძინებელ ოთახში გამოიჭრას ღიობი და მოეწყოს თეთრი მეტალპლასტმასის კარები სახანძრო უსაფრთხოების მიზნით. კედლებიდან ჩამოიფხიკოს დაზიანებული ნალესი, შეილესოს გაჯით, დაიფითხოს და შეიღებოს ფასადის საღებავით შიდა სამუშაოების. სველ წერტილებში კედლები შეილესოს ქვიშაცემენტის ხსნარით ხოლო I სართულის სამზარეულოში კანალიზაციის დგარი შეიფუთოს ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილებით. კედლებზე მოეწყოს კაფელი წებოცემენტგის ხსნარზე. ოთახებში იატაკზე მოეწყოს ქვიშაცემენტის მოჭიმვა და დაიგოს ლამინატი პლასტმასის პლინტუსებით. სველ წერტილებში მოეწყოს ქვიშაცემენტის მოჭიმვა და დაიგოს მეტლახი წებოცემენტის ხსნარზე. სველ წერტილებში დამონტაჟდეს სანტექნიკური მოწყობილობები. დამონტაჟდეს ახალი სპილენძის ელ გაწვანილობა და მოეწყოს ელ სანათები, ჩამრთველები, როზეტები და ა. შ. დამზადდეს და დამონტაჟფეს ფოლადის სახანძროუსაფრთხოების კიბე და მოაჯირები. ლითონკონსტრუქციები გაიწმინდოს და შეიღებოს ნიტროსაღებავით. სამშენებლო მოედანი შეიღობოს ამკრძალავი ლენტებით".
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 153 002 ლარია გამოყოფილი.