ზამთრის მოახლოებასა და ჰაერის ტემპერატურის კლებასთან ერთად მოსახლეობა გამათბობლების ჩართვას იწყებს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ქოიავას დაუკავშირდა, კითხვით, რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ იმ შემთხვევაში, თუ გამათბობელი ჩართო და ბუნებრივი აირის სუნი იგრძნო.
ქოიავას ინფორმაციით, თუ გამათბობლის ჩართვის შემთხვევაში ბუნებრივი აირის სუნს იგრძნობთ, აუცილებელია, რომ ცხელ ხაზზე, 16 114- ზე დარეკოთ. ამ შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მოვლენ და გამათბობლის გამართულ მუშაობას პირადად შეამოწმებენ.
მისივე თქმით, მოქალაქეს ჯგუფის გამოძახება გამათბობლის ჩართვამდე პრევენციული მიზნითაც შეუძლია, რათა შეამოწმოს, რამდენად გამართულია მოწყობილობა.