რუსთავში ერმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [video]

2022-10-16 15:03:12

რუსთავში, მოდებაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს 20 და 30-წლამდე ქალები დაშავდნენ, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტებს გულმკედრის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ, მათ უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები