ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2022-10-15 00:40:54

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელზე მოპედი ქალს შეეჯახა.

როგორც მოპედის მძღოლმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, "ზებრაზე" სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ დროს მოძრაობდა, რა დროსაც ქალმა გადასასვლელზე გადაირბინა.

"ზებრაზე გადმოდიოდა მწვანე იყო და მე გავიარე მაგ დროს. გადმოირბინა და მანქანების შუაში რომ გავიარე, ვერ დავინახე. მწვანე რომ იყო გავიარე მანქანების შუაში და რომ ვერ დავინახე დავარტყი", - აცხადებს მოპედის მძღოლი.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა, ნათია ასათიანმა განაცხადა, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემოსვლისას პაციენტი იყო გონზე, კონტაქტური. აღენიშნება მრავლობითიექსკორიაციები, შუბლის არეში ნახეთქი ჭრილობა. ჩაუტარდა კვლევები, კონსულტაციები, მათ შორის გადაღებულ იქნა კატე კვლევა, სადაც მწვავე დაზიანება არ აღენიშნება. პაციენტი იმყოფება კლინიკაში დაკვირვების მიზნით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს ექიმი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები