რუსთავში, გაგარინის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა დავით ჯანიაშვილმა განუცხადა, გაგარინის N8-თან ავტომობილები მაღალი სიჩქარეებით გადაადგილდებიან, ქუჩაზე არ არის საგზაო მონიშვნები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანებს.
"ბევრი ცხოველი კვდება და ზოგადად ადამიანებისთვისაც სახიფათოა. საგზაო მონიშვნები არაა და მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. დღეს მეორე ძაღლი მოკლა მეზობლის, სახლიდან გამოეპარათ და სანამ დაიჭირეს მანქანა დაეჯახა",- აცხადებს დავით ჯანიაშვილი.
ჯანიაშვილის თქმით, დახმარებისთვის მერიასაც მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ქალაქის მერიასაც, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების განთავსებისა და გზის დახაზვის პროექტზე მუშაობენ, ასევე იგეგმება კამერების დაყენებაც.