დუტა სხირტლაძის მასტერკლასი რუსთავში [photo]

2022-10-09 19:47:21

რუსთავში, ხელოვნების აკადემია "ბრავოს" თეატრალური სტუდიის მოსწავლეებისთვის მსახიობმა დუტა სხირტლაძემ მასტერკლასი ჩაატარა.

მასტერკლას სხვადასხვა ასაკის ბავშვი დაესწრო.

"ბრავოს" კრეატიული დირექტორის გეგი ლიპარტელიანი განცხადებით, მსგავსი მასტერკლასების მიზანი ბავშვების ცოდნისა და უნარების ამაღლებაა.

"ფაქტობრივად ყოველ კვირას ან ორ კვირაში ერთხელ მაინც ბავშვების ცოდნა და უნარები ავამაღლოთ ისეთი პროფესიონალების ვიზიტებით თუნდაც როგორიც ბატონი დუტა. ყველა ეს აქტივობა, ჩვენი ყველა რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ რუსთავში სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს სახელოვნებო ცხოვრება და სრულიად ახალი თაობა წამოვიდეს, რომელთაც სახელოვნებო ღირებულებები ექნებათ პირველ რიგში",- განაცხადა ლიპარტელიანმა.

ბრავოს თეატრალური სტუდიის ბავშვებს და სამოყვარულო დასს დუტა სხირტლაძემ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

"ეს იყო საოცარი ემოცია. ასეთი დახვედრა არ მქონია არსად, ცოტა გული ამიჩუყდა და თავი შევიკავე. ყველა ჩამეხუტა და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ძალიან მაგარი ბავშვები ვნახე, ძალიან მაგარი რაღაცები გააკეთეს. საოცარი სტუდიაა და ბრავო "ბრავოს". პროფესიონალები მუშაობენ ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბავშვი ცოტახანია რაც აქაა, საოცრებებს აკეთებენ",- განაცხადა სხირტლაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები