რუსთავის აზოტის თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით ქიმიური ნივთიერება დალია, გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ფაქტი კლინიკა "რუსთავში" დაუდასტურეს, სადაც 55 წლამდე კაცი 4 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ კაცს სამსახურში ყოფნის დროს ქიმიური ნივთიერება წყალში აერია და დალია.