რუსთავში 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა [video]

2022-10-08 00:02:01

რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს შეეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები