რუსთავის მუნიციპალურ შენობაში დაკვამლიანება იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შენობის მარჯვენა ფლიგელში, სადაც მერიაა განთავსებული, მე-2 სართულზე ერთ-ერთ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.