რუსთავში საწარმო "აზოტის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა, 50 წლამდე კაცმა, შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საწარმოს დირექტორმა ლევან ბურდილაძემ განუცხადა შუა ხნის კაცს ნივთიერება წყალი ეგონა.
"ვიცი რომ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. მე მითხრეს, რომ არც ისე მძიმე მდგომარეობა იყო სამედიცინო დახმარების მერე. მითხრეს, რომ წყალი ეგონა სადეზინფექციო ხსნარი და შეცდომით დალია",- განაცხადა ბურდილაძემ.
საწარმოს დირექტორის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია შიდა მოკვლევაც.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კლინიკა "რუსთავსაც", სადაც მამაკაცია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.