რუსთავის სამ სკოლას ახალი სპორტული მოედნები ექნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, ახალი გარე მოედნები მე-5, მე-7 და 24-ე საჯარო სკოლებისთვის მოეწყობა. ამავე ტენდერით შემოიღობება მე-5 საჯარო სკოლის ეზოც.
სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 457 305 ლარი გამოიყო.