რუსთავში, ჭავჭავაძის გამზირზე ღია სივრცეში ქართული კინომუსიკის საღამო გაიმართა.
საღამოს ორგანიზება რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოხდა.
ხელოვნების სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა ქართული ფილმიდან 25 მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
საღამოზე ისეთი ლეგენდარული ფილმების ნაწარმოებები შესრულდა როგორებიცაა: "შეხვედრა მთაში", "მაია წყნეთელი", "დღე პირველი დღე უკანასკნელი", "ბერიკაობა" და სხვა.