რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა მიიღო. [ვიდეო/video]
ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის სანახაობრივი გაცურვით გაიხსნა.
გამარჯვებული სპორტსმენები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ, რუსთავის მერის მოადგილეებმა ბესიკ ტოგონიძემ და ოთარ ტატალაშვილმა, საკრებულოს წევრმა მიხეილ ბერუაშვილმა და ააიპ "რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის'' სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა დააჯილდოეს.
ტურნირით სიმბოლურად გაიხსნა ნიჩბოსნობის ახალი ბაზაც, რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით აშენდა.