რუსთავში მეზობლებმა რესტორნებს უჩივლეს

2022-10-02 00:13:58

სექტემბრის თვეში, ხმაურის გამო, რუსთავში არსებულ 2 რესტორანს გაფრთხილება მიეცა.

როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, კვების ობიექტებში 23:00 საათის შემდეგ, მუსიკა მაღალ ხმაზე იყო ჩართული, რის გამოც მეზობლად მცხოვრებმა მოქალაქეებმა იჩივლეს და დახმარების თხოვნით მერიის სამსახურს მიმართეს.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის განცხადებით, სამსახურის წარმომადგენლები ორივე დაწესებულებასთან მიმართებაში, ადმინისტრაციების გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, განმეორების შემთხვევაში კი, მათი დასანქცირება მოხდება.

ერთი რესტორანი ახალ, მეორე კი ძველ რუსთავში მდებარეობს.

ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები