რუსთავის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა

2022-09-30 18:56:21

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველთათვის ვაკანსიები გამოაცხადა.

რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე შემდეგი ვაკანსიებია დარჩენილი:

1. სპეციალური მასწავლებელი - №21 საჯარო სკოლა, განცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი;
2. მასწავლებელი/მაძიებელი - მათემატიკა, X, XI, XII კლასები, №18 საჯარო სკოლა, განცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი;
3. მასწავლებელი/მაძიებელი - გეოგრაფია, VII, VIII, IX, X, XI კლასები, სკოლა მილენიუმი, განცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი;
4. საქმისმწარმოებელი  - №7 საჯარო სკოლა,  განცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი;
5. სკოლის ექიმი - სკოლა მილენიუმი, განცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი;
6. დამლაგებელი - სკოლა მილენიუმი, განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი;
7. საინფორმაციო მენეჯერი - სკოლა მილენიუმი, განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი;
8. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - №24 ქართული გიმნაზია, განცხადების მიღების ბოლო ვადა 2 ოქტომბერი;
9. მასწავლებელი/მაძიებელი - ფიზიკა, VII, VIII, IX, X, XI კლასები №15 საჯარო სკოლა, განცხადების მიღების ბოლო ვადა 2 ოქტომბერი;
10. საქმისმწარმოებელი - მზეკაბანი 2,  განცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ოქტომბერი;
11. მასწავლებელი/მაძიებელი - დაწყებითის მასწავლებელი,    I, II, III კლასები, მზეკაბანი 2,  განცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ოქტომბერი.

ვაკანსიებს, რომლებიც ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაძიებელ მასწავლებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ Teacherjobs.ge-ზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები