თბილისში, გლდანში 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ბავშვმა დაზიანებები მიიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ მიუღია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.