რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
"რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. ამ მომენტისთვის ვერ ხერხდება გვერდის ადმინისტრირება. ჰაკერული თავდასხმის ფაქტს უკვე იკვლევენ სამართალდამცავი ორგანოები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.