"11 მატჩი დაუმარცხებლად!"

2022-09-27 11:25:45

11 მატჩი დაუმარცხებლად! - საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული სერია არსებობის ისტორიაში. ნაკრებმა დაუმარცხებელი სერიით პირადი რეკორდი დაამყარა.

ერთა ლიგის C დივიზიონში ფეხბურთელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველო მასპინძელი იქნება.

ვილი სანიოლის გუნდმა 2022 წლის C დევიზიონის ბოლო შეხვედრა სტუმრად გიბრალტართან ითამაშა. შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დაასრულა. გამარჯვების გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გაიტანეს.