"რუსთავქალაქობა 2022-ის" ფარგლებში დაგეგმილი კონცერტი კოსტავას გამზირის დასაწყისში გაიმართება.
კონცერტი 25 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება და რუსთაველებს უმღერებენ: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
დაგეგმილი კონცერტის გამო ხვალ კოსტავას გამზირზე 15.00 საათიდან 22.00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.